რუსეთს “ევროვიზია 2022-ზე” ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.
როგორც ევროვიზიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კლაუდიო ფაზულომ განაცხადა, კონკურსის მიმდინარეობისას ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ.
“რუსეთი კონკურსში არ მონაწილეობს. შესაბამისად, თავისი ტერიტორიიდან ხმის მიცემას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა ფაზულომ.