ახალი ამბები საზოგადოება

“სააკაშვილი ჩემი იქ ყოფნის დროს გახდა ცუდად…” – ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.

“ჩემი თანდასწრებით, ადამიანი, ქვეყნის პრეზიდენტი, გახდა ცუდად. ზოგადად ძალიან მძიმედაა, არ ვიცი ადამიანს რამდენ ხანს შეუძლია აიტანოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა… ვერ დადის, არ შეუძლია კვება, ვერ იკვებება, არ აქვს უნარი, სურვილი, რომ მიიღოს საკვები. გუშინდელიდან მოყოლებული დღევანდლამდე აქვს მხოლოდ ნაჭამი ლობიანის 1 ნაჭრის ნახევარი. ისიც იძულებით, წამლისთვის… ეს ნიშნავს, რომ იგივენაირად შიმშილობის მდგომარეობაშია ადამიანი”,  -განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

იტვირთბა....