რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში დაბლოკილი სოციალურ ქსელის, Twitter-ის საშუალებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს “ისტორიის საწინააღმდეგო” განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. ამავე განცხადების მიხედვით, ისრაელის ხელისუფლება მხარს უჭერს “კიევის ნეონაცისტური რეჟიმს”.
“ყურადღება მივაქციეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, იაირ ლაპიდის ანტიისტორიულ განცხადებებს. ეს განცხადებები დიდწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლების კურსს, რომელიც მიმართულია კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა და ყველაზე სასტიკი ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან.
ამის პასუხად, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი ლავროვის სიტყვების განმარტებისთვის და ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თავად ლავროვის განცხადებას კი “უპატიებელი” უწოდა.