რუსეთის საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა და ყველაზე სასტიკი ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ლავროვმა ზელენსკი ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ მათ ორივეს ებრაული სისხლი ჰქონდათ.
“ხშირად გამოდიან არგუმენტით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული სისხლი აქვს და მასთან ნაციფიკაცია არაფერ შუაშია. თუმცა ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი და ამიტომ ეს არგუმენტი არაფერს ნიშნავს”, – აცხადებს ლავროვი.
ლავროვის თქმით, “ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან”.
ლავროვის თქმით, ქვეყნდება მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ „ამერიკელებმა და კანადელებმა წამყვანი როლი შეასრულეს უკრაინაში ულტრარადიკალური, ღიად ნეონაცისტური შენაერთების წვრთნაში“.
საგულისხმოა, რომ ოფიციალური ისრაელი ლავროვის განცხადებების გამო აღშფოთებულია და მის ნათქვამს უპატიებელს უწოდებს.