ახალი ამბები მსოფლიო

“ლავროვის განცხადება უპატიებელია” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ “ყველაზე სასტიკი ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან”, უპატიებელი და აღმაშფოთებელია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი ლავროვის სიტყვების განმარტებისთვის და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

“საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება არის როგორც მიუტევებელი და აღმაშფოთებელი განცხადება, ასევე, საშინელი ისტორიული შეცდომა. ებრაელებს თავი არ მოუკლავთ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში”, – ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....