[su_quote]არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მაგრამ ერთი რამ ვიცი – როდესაც იმ მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, გააჟღერებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო. სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. არც რაიმე შედეგი აქვს. მათ შორის ოპოზიციაც, ნაწილობრივ არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ბრალდებების წამოსროლა ხდება საქართველოს მიმართ ისე, რომ მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. აქ რაიმე ხელშესახები განცხადებაც კი არ იყო, კონკრეტულადაც არაფერი თქმულა, უბრალოდ ბრალდება იყო. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუცია სხვადასხვანაირად მოქმედებს. ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ამ ინსტიტუციების განცხადებებს ეკარგება ფასი. არადა, ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ომია, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ[/su_quote]
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შალვა პაპუაშვილმა უკრაინის დაზვერვის განცხადებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საკუთარი პროდუქციის რეექსპორტს გეგმავს.