ახალი ამბები

“ჰააგის სასამართლომ დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია”- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით მან თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგა.

მინისტრის თქმით, სასამართლომ იმოქმედა  როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა და აბსურდული ორდერები გასცა:

“ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია.
მან იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა „სასამართლომ“ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.

ეს ორდერი არ არის მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმა, არსებითად, ეს არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე – ასევე ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ.
მორალური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ეთიკურ რღვევას, რომელიც სიკეთეს ბოროტებად აქცევს და ემსახურება ბოროტ ძალებს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ორდერის გაცემა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას.

ყველა ღირსეულმა ერმა და მორალის მქონე ადამიანმა მსოფლიოში, ცალსახად უნდა უარყოს ეს უსამართლობა.” ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

იტვირთბა....