აზოვსტალის ქარხნის დაბომბვისას 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას აზოვის პოლკი ავრცელებს.
“აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე, მათ შორის შენობებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმალება, საჰაერო დარტყმებს აგრძელებს. აზოვსტალზე რუსების მორიგი თავდასხმის დროს, 5 ოკუპანტი განადგურდა”,- აცხადებენ პოლკში.
ცნობისთვის, აზოვსტალის დაბომბვის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.