ახალი ამბები პოლიტიკა

ხოშტარია: არ ვაპირებ არც გაჩერებას, არც გაჩუმებას

პარტია “დროას” ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად დაანონსებულ ყველა საპროტესტო მოქმედებაში ერთვება.

“მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი… უმოქმედობა და ჩუმად ყოფნა ნამდვილად არ შემიძლია. მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს და პარტიას ამ საკითხში. მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო ღონისძიებაში. უმოქმედობის უფლებას ჩემ თავს არ მივცემ.

არ ვაპირებ არც გაჩერებას და არც გაჩუმებას და ჩავერთვები აბსოლუტურად ყველა ღონისძიებაში მისი უფლებების დასაცავად“, – განაცხადა ხოშტარიამ.

იტვირთბა....