ახალი ამბები საზოგადოება

“სააკაშვილს უნდა საკვების მიღება, მაგრამ ორგანიზმი არ იღებს” – ექიმი

[su_quote]დღეს, მას უნდა საკვების მიღება, მას არ გამოუცხადებია ხმამაღლა, რომ ის შიმშილობას აპირებს, ან განაგრძობს, ან თავიდან დაიწყო, მას უნდა საკვების მიღება, არის მთელი რიგი საკვები, რომელიც მას უყვარდა და ალბათ, ახლაც უყვარს, მაგრამ ორგანიზმი ამას არ იღებს, ეწყება გულისრევა, კუჭნაწლავის ტრაქტის ტკივილი და ა.შ. არ მინდა, დეტალებში ჩავიდე, მაგრამ რაც ყველაზე სახიფათოა, მაინც და მაინც, ცილოვან პრეპარატებს ვერ იღებს, ანუ იმ პრეპარატებს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რომ მას უჯრედოვანი სტრუქტურები არ დაეშალოს. 

მას არ ეხსნება სტრესი, არ ეძლევა ფსიქოთერაპია, ძალით კვება შეუძლებელია, თვითონ საკვების მიღება არ შეუძლია, ახლა უნდა ჩაერთოს ექიმების ფართო სპექტრი – ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები, ფსიქოთერაპევტები – შესაძლებელია თუ არა, ამ დაავადების აქ მკურნალობა. მე არ ვარ ძალიან ღრმად ჩახედული, ანორექსიის დიაგნოზი ძალიან სერიოზულია, დღევანდელ დღესაც, საუკეთესო კლინიკებში, სადაც არის ამის გამოცდილება და მინდა გითხრათ, ბევრი კლინიკაც არ არსებობს, სადაც ანორექსიის მკურნალობის გამოცდილება აქვთ, 20%-მდე აღწევს ლეტალობა.[/su_quote]

აღნიშნულთან დაკავშირებით კონსილიუმის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა.

 

იტვირთბა....