ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს შევუერთდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე “ენმ” დაშლას გამოაცხადებს

[su_quote]მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე გადის. სხვანაირად, „ქართულ ოცნებას“ რომც უნდოდეს, გაუჭირდება ამომრჩეველს აუხსნას, სააკაშვილი ციხიდან რატომ გაათავისუფლა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ ეს გასაგები იქნება. ოჯახს ვერ დავუშლი, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთოს, ეს მათი ვალდებულებაც კი არის. ოჯახისთვის აქციების ჩატარებას ჯერ კიდევ აქვს აზრი. ეს წარმატებული რომ არ იყოს, მინიმუმ ახალი ნაბიჯების საჭიროება გახდება. აქციებს შევუერთდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას გამოაცხადებს[/su_quote]

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იტვირთბა....