ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბატიაშვილი: რუსები თითქმის ვერსად ახერხებენ წინსვლას და ადრე დაკავებულ პოზიციებსაც კარგავენ

“რონდელის ფონდის” მკვლევარი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აჯამებს და აცხადებს, რომ რუსების მიერ წამოწყებული ომის მეორე ეტაპი წარუმატებელია.

ბატიაშვილის თქმით, ამ მომენტისთვის, ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს.

“ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია:

რუსების მიერ წამოწყებული ომის მეორე ეტაპი, რომელიც დონბასის ოკუპაციას ისახავდა მიზნად, გაიჭედა და უკვე შეილება ითქვას, რომ წარუმატებელია;

ისინი თითქმის ვერსად ახერხებენ წინსვლას (ბრძოლის ადგილები აღნიშნულია მწვანე რგოლებით). პირიქით, ზოგან (მაგალითად, ხარკოვთან) ადრე დაკავებულ პოზიციებსაც კარგავენ;

ამ მომენტისთვის ძირითადად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს;

ომის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ დადგება მცირე პაუზა (ასეთივე პაუზა იყო პირველი ფაზის შემდეგ), როდესაც მხარეები შეეცდებიან ძალების მოკრებას და შემდეგ შეტევაზე გადასვლას;

ამ პერიოდში უკრაინა უკვე მიიღებს დასავლური სამხედრო დახმარების უდიდეს ნაწილს, რუსეთი კი დაკარგული ცოცხალი ძალის ჩანაცვლებას და ძველი საბჭოთა ტექნიკის მწყობრში ჩაყენებას შეეცდება;

XX საუკუნის საბჭოთა სამხედრო მანქანისა და XXI საუკუნის დასავლური მიღწევების დაპირისპირებას (აღარაფერს ვამბობ უკრაინელებისა და რუსების მოტივაციის შედარებაზე) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, სკოლის მოსწავლეც ძალიან ადვილად მიხვდება;

ამიტომ მესამე ეტაპიც ისევე დასრულდება, როგორც დასრულდა წინა ეტაპები – უკრაინა გაიმარჯვებს!”, – აცხადებს ბატიაშვილი.

იტვირთბა....