[su_quote]”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა შევარდნილიყო პარლამენტში. გაერთიანებული ვიყავით იმ ფანჩატურში, რეჟიმი მარცხდებოდა და ემხობოდა. მაგათ თბილი სავარძლებიც უნდათ და გაერთიანებაც, ასე ორი-სამი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ იჭერს. საერთო იდეა რა არის, სააკაშვილის გათავისუფლება? ჩვენ ვითხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ ამის გამო გვერდზე დავუჯდე მაგათ [ნაციონალურ მოძრაობას] და ახალი ვაჭრობა დავაწყებინო, ნათელაშვილს დაანებე თავი და აგერ კიდევ ფეშქაშებს გაგიკეთებთო, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ[/su_quote]
ამის შესახებ “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა “tv პირველის” ეთერში განაცხადა.