პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დაასახელა.
ამის შესახებ განცხადება მან კონფერენციაზე გააკეთა და ამ ექვსი ადამიანის ვინაობა დაასახელა: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე.
როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანდიდატების შესახებ ინფორმაციას განსახილველად ექსპერტებს დღეს გადაუგზავნის.
„კანდიდატურების წარმოდგენა დასრუებულია. ამჯერად წარმოდგენილია 6 კანდიდატი. ეს არის გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე. დღეს მექნება საშუალება რომ აღნიშნული კადნიდატები უკვე გადავუგზავნო ექსპერტებს განსახილველად. ისინი განიხილავენ კანდიდატებს წინასწარ შერჩეული და შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით.
ეს კრიტერიუმებია: პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია, პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ექსპერტებთან განხილვის შემდგომ, უკვე მეორე კვირაში, მე მექნება კომუნიკაცია კანდიდატებთან, რის შემდგომაც კანდიდატები და ექსპერტთა შეფასებები უკვე წარედგინება საქართველოს პრეიდენტს საბოლოოს გადაწყვეტილების მისაღებად“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.