ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პოდოლიაკი: თავს ნებისმიერი გზით დავიცავთ, მათ შორის, რუსულ ბაზებსა და საწყობებზე დარტყმებით

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსული სამხედრო აგრესიისგან თავს ყველა საშუალებით დაიცავენ. მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ბაზებსა და საწყობებზე დარტყმებით. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

ამ პოსტით, პოდოლიაკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა.

“აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ბლიკნენმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუტევს თუ არა რუსულ სამხედრო ობიექტებს. რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. უკრაინა თავს ნებისმიერი საშუალებით დაიცავს, მათ შორის, რუსი მკვლელების ბაზებსა და საწყობებზე შეტევებით. მსოფლიო აღიარებს ჩვენს ამ უფლებას”, – წერს პოდოლიაკი.

იტვირთბა....