ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მათთვის მისასალმებელია, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთეს განაცხადი.
“ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება იმ სახელმწიფოს, რომელიც ევროპას ისე უყურებს, როგორც საკუთარ სახლს. ჩვენ ვიყავით ის ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მიესალმა სამივე ქვეყნის მიერ გაკეთებულ განაცხადს. ჩვენ გვესმის ის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც ეს ქვეყნები დგანან. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, მზად ვიყოთ ვალდებულების შესასრულებლად”, – მოჰყავს “ინტერპრესნიუსს” მეცოლას სიტყვები.
ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს გააკეთა და კითხვარიც მიიღო, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეავსოს.
ამავე თემაზე: უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კითხვარი შეავსო
ამავე თემაზე: უკრაინის შემდეგ, ევროკავშირის კითხვარი მოლდოვამაც შეავსო