უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი კითხვარი შეავსო.
უკარინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოკუმენტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკრაინაში, მატი მაასიკასს პირადად გადასცა.
“ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ. უკრაინელი ხალხი ერთიანია, რომ თავი იგრძნოს ევროპის ნაწილად. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.