ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის შემდეგ, ევროკავშირის კითხვარი მოლდოვამაც შეავსო

მოლდოვას მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარი უკვე შეავსო. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელზეც, შევსებული კითხვარი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, იანის მაჟეიკსს გადასცეს.

მისი თქმით, მოლდოვამ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსებას 11 დღე მოანდობა, რაც მისი ხელისუფლების და მოსახლეობის სწრაფვაზე მიანიშნებს, რომ რაც შეიძლება მალე გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი.

ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა მოლდოვას პრეზიდენტმა.

“ევროკავშირში გაწევრიანება არის ის სინათლე გვირაბის ბოლოს, რომელიც ყველა ჩვენგანს ასე სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი არის მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და განვითარების პროექტი. მოლდოვა ამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა მაია სანდუმ ღონისძიებაზე.

შეგახსენებთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი საქართველოსაც გადმოეცა. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

ამავე თემაზე: “საჭიროა მაქსიმალური კოორდინაცია, რომ ევროკავშირის კითხვარი დროულად შევავსოთ”, – ირაკლი ღარიბაშვილი

ამავე თემაზე: უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კითხვარი შეავსო

 

იტვირთბა....