პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ “საქართვლოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებას ეხმაურება. როგორც ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, აქტის მიღება აშშ-სა და საქართველოში შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ადასტურებს და ამყარებს.
“მადლობას ვუხდი წარმომადგენელთა პალატას, მის ხელმძღვანელობას და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებს, ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის”, – წერს ღარიბაშვილი.