ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რადაში პროგნოზირებენ, რომ რუსეთი ომის მორიგ ფაზას ზაფხულში დაიწყებს

უკრაინის სახლახო დეპუტატის, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხებში რადას კომიტეტის წარმომადგენლის, სერგეი რახმანინის განცხადებით, თუ რუს სამხედროებს დონბასზე შეტევის შემდეგ ძალები შემორჩებათ, მოსალოდნელია, რომ ომის მორიგი ფაზა ივნისი-ივლისის პერიოდში დაიწყება.

“ისინი დარტყმას მიიტანენ ყველაფერზე, რაც სახელმწიფოს აცოცხლებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ისინი არკვევენ, ზუსტად რომელი სარკინიგზო გზებით მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გადატანა და სად შეინახება ეს ყველაფერი, რომ სწორედ ამ ადგილებს შეუტიონ”, – განაცხადა რახმანინმა Радио НВ-ის ეთერში.

დეპუტატი ოკუპანტების უახლოეს გეგმებზეც აკეთებს პროგნოზს.

“რუსები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას მაისში შეეცდებიან. იმედია, მათ ეს არ გამოუვათ. ამის შემდეგ, ისინი სამხრეთით გეგმავენ გააქტიურებას – ხერსონის ოლქზე გასვლას შეეცდებიან, რომ ე.წ. “ხერსონის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადონ”. მათ ჯერჯერობით ამაში დიდი წარმატებები არ აქვთ, რადგან ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ იდეას იმაზე მეტად აგრესიულად და ნაკლებად ლოიალურად შეხვდა, ვიდრე ისინი მოელოდნენ”, – ამბობს რახმანინი.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ე.წ. სპეციალური ოპერაციის შემდეგი ფაზის დაწყების შესახებ მიმდინარე თვეში გაავრცელა ცნობა და ამ ეტაპზე მათი მიზნებიც დაასახელა.

იტვირთბა....