ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსულმა მხარემ ომის “მეორე ფაზის” მიზნები დაასახელა

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის “მეორე ფაზის” განმავლობაში დონბასის ოლქისა და უკრიანის მთლიანი სამხრეთ ნაწილის ოკუპირება აქვს გეგმაში. ამის შესახებ გამოცემა TASS რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილის, რუსტამ მინეკაევის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, დონბასზე კონტროლის მოპოვება რუსეთს დაეხმარება, სახმელეთო კორიდორი შექმნან ოკუპირებულ ყირიმთან და გავლენა მოახდინონ უკრაინის შეიარაღებული ძალების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე.

ამასთან, უკრაინის სამხრეთზე კონტროლი რუსეთს კიდევ ერთი გასასვლელს შეუქმნის დნესტრისპირეთზე (მოლდოვის ნაწილი, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული), სადაც რუსტამ მინეკაევის სიტყვებით, “რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები ფიქსირდება”.

შეგახსენებთ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ე.წ. სპეციალური ოპერაციის შემდეგი ფაზის დაწყების შესახებ გაავრცელა ცნობა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მათი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების” სრული “გათავისუფლება” იყო.

იტვირთბა....