[su_quote]ცოტა ძველ გამოთქმას გავიხსენებ, რაც სკოლიდან მახსოვს შაჰ-აბასს მოღალატეები არ უყვარდა და ღალატი უყვარდაო. რა ვიცი, ღმერთმა ერთმანეთი შეარგოთ. როგორც ჩანს, ომის პარტიისა და მარგველაშვილის განცხადებები და სურვილები ერთმანეთს ემთხვევა[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მარგველაშვილი ენმ-ის თავმჯდომარე ხდება. თუმცა, პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებენ.