ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა: ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს

[su_quote]ჯერ ერთი, ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს? ფაქტი ერთია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ თავიანთ ბიზნესმენებს თუ გარკვეულ წრეებს და შემდეგ ეს ჩანაწერები, რატომღაც, ოპოზიციურ არხებზე ხვდება. ამაზე ჩვენ ადრეც გამოვთქვით გარკვეული საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა. თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული, იქ რა ნაწილიც მოვისმინე, რაიმე ტრაგიკული არ ყოფილა, საუბარი რაზეა – ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს[/su_quote]

ამის შესახებ “ტაბულას” ცნობით, “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ამავე თემაზე: “[აუდიოჩანაწერი] ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე”, – ირაკლი კობახიძე

ამავე თემაზე: პაპუაშვილი აუდიოჩანაწერზე: შეუიარაღებელი თვალით და ყურითაც ჩანს, რომ მონტაჟია

იტვირთბა....