ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი აუდიოჩანაწერზე: შეუიარაღებელი თვალით და ყურითაც ჩანს, რომ მონტაჟია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

პაპუაშვილის შეფასებით, ადვილი მისახვედრია, რომ ეს მონტაჟია. მისივე თქმით, მსგავსი მასალის გავცელება საქართველოს ომში ჩათრევას ისახავს მიზნად.

“რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? არაფერი. თუკი არის რაღაც საუბრები, ამას ფაქტებიც უნდა მოჰყვეს. არანაირი ფაქტი არ არსებობს. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ჭორის ადრესატმა. ეს არის მთლიანად დეზინფორმაციული კამპანიის კონვეიერი საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ, რომლის მზიანია არეულობა ქვეყანაში და ქვეყნის ომში ჩართვა. ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი, ვიხილეთ, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება “ნაცმოძრაობის” შემდეგ მისი ტელევიზიების მიერ; როგორ ხდება “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის, “სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის სასწავლო მაგალითი, თუ როგორ მზადდება და შემდეგ როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია”, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

იტვირთბა....