“ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
“პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის. მეორე, რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია, რომ ვინარჩუნებთ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან – ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში”, – აცხადებს ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, კობახიძე.
ამავე თემაზე: “შეუიარაღებელი თვალით და ყურითაც ჩანს, რომ მონტაჟია”, – პაპუაშვილი აუდიოჩანაწერზე