[su_quote]დღეს მსოფლიოს მართავს სიძულვილი. სამყაროს რაღაც ნაწილი გაიყო, ერთი მეორეს წინააღმდეგ იბრძვის. ეს ბრძოლა უკრაინაში ხდება და ერთს უნდა, რომ იმის ჭკუაზე იცხოვრო, ხოლო მეორე ნაწილია, ვისაც არ უნდა მეორეს ჭკუაზე ცხოვრება. მაგრამ ვისაც არ უნდა თვითონაც მსხვერპლი გაიღოს. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც უდიდესი იარაღია და არავითარი მოლაპარაკებები, როგორც ვხედავთ. უფალო, თუ არ დაგვეხმარები შენ, ჩვენთან, დედამიწაზე, აღარ დარჩა ისეთი ავტორიტეტი, ვისაც მოუსმენენ. წინა საუკუნის და ამ საუკუნის დასაწყისიც ხომ ავტორიტეტებთან ბრძოლა იყო. ეს ხომ სულიერებასთან, ზნეობრიობასთან, მორალთან ბრძოლა იყო. აბსოლუტურად ყველა, ვისაც ძალა მიეცემოდა, თავს ახვევდა სხვას, ახალი ზნეობის დამკვიდრება უნდოდათ, ახალი წესრიგის. და რა მივიღეთ? გავიყავით რამდენიმე ნაწილად და ვუყურებთ ერთმანეთს თუ როგორ მოვსპობთ. იმის მაგივრად რომ ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, ერთმანეთს მოვეფეროთ. ის ფული, რაც ერთმანეთის სიძულვილისთვის იხარჯება ახლა, იმით მსოფლიოში გაჭირვებულ მოსახლეობას დავეხმაროთ. მაგრამ არა, რა გვინდა თვითონაც არ ვიცით. [/su_quote]
ამის შესაქხებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.