აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.
ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ცნობით, ავტობუსში 22 ადამიანი იმყოფებოდა.
“ეს ევაკუაცია უკიდურესად საშიში იყო. 22 მგზავრი იჯდა. საკაცით გადაჰყავდათ 25 წლის ბიჭი, რომელიც ზურგისა და ფეხის არეში იყო დაჭრილი და პარალიზებული მოხუცი ქალი”, – თქვა გაიდაიმ.
მისივე თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და მგზავრები ახლა უსაფრთხოდ არიან.