დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რას ფიქრობს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდზე, რომ უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
“ეს რეალისტური შესაძლებლობაა. პუტინს უზარმაზარი არმია ჰყავს. ის ძალიან რთულ პოლიტიკური სიტუაციაში იმყოფება, რადგან კატასტროფული შეცდომა დაუშვა. როგორც ჩანს, მას სხვა გამოსავალი არ დარჩა გარდა იმისა, რომ დაუსრულებელი საარტილერიო შეტევებით შეეცადოს უკრაინელებისთვის ძალის გამოცლას, თუმცა, მას არ გამოუვა მათი მებრძოლი სულის ჩახშობა”, – აღნიშნა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.