ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი “აზოვსტალიდან” მშვიდობიანი მოსახლეობის გამოშვების სანაცვლოდ, მარიუპოლის მცველების დანებაბას ითხოვს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მარიუპოლში, “აზოვსტალის ქარხნის” ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქიდან გასვლის საშუალებას მისცემენ იმ შემთხვევაში, თუ იქ გამაგრებული უკრაინელი სამხედროები თეთრ დროშებს აღმართავენ.

“წმინდად ჰუმანიტარული პრინციპებიდან და უკრაინული მხარის მიერ იმის მუდმივი მტკიცებიდან გამომდინარე, რომ “აზოვსტალის” ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთი მზად არის, ნებისმიერ მომენტში შემოიღოს “სიჩუმის რეჟიმი” და ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადოს სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, თუ ასეთები ნამდვილად იმყოფებიან ქარხნის მიწისქვეშა ნაგებობებში; ასევე იმ სამხედროებისთვის, რომლებიც იარაღის დაყრის სურვილს გამოთქვამენ და დაჭრილი უკრაინელი მებრძოლებისთვის. ცეცხლი შეწყდება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში, თუ ასეთ ნიშნებს დავინახავთ “აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს”, – განაცხადა რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა მიახაილ მიზინცევმა.

ამავე თემაზე: “რუსებმა ყველა ის ადგილი და ავტობუსი გაანადგურეს, რომელთა საშუალებითაც ევაკუაციას ვგეგმავდით”, – ბოიჩენკო

იტვირთბა....