მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკო სააგნეტო Reuters-თან ინტერვიუში ყვება, როგორ ცდილობს რუსული მხარე ხელი შეუშალოს ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს, რომელიც მარტის დასაწყისში დაიყოს.
ბოიჩენკოს თქმით, რუსებმა მათ ინფორმაცია გამოსტყუეს ავტობუსების რაოდენობისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, შემდეგ კი ეს ადგილები და ტრანსპორტი გაანადგურეს.
“მათ გვთხოვეს, გვეჩვენებინა რუკაზე, თუ საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია – მივეცით ეს რუკა. გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა. ჩვენ ვუთხარით ავტობუსების რაოდენობა, მათ კი დაანგრიეს და გაანადგურეს ყველა ის ადგილი, გაანადგურეს ჩვენი ავტობუსები”, – ამბობს მარიუპოლის მერი.
ბოიჩენკოს თქმით, ქალაქში 100 000 მაცხოვრებელი რჩება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა მათგანმა დატოვოს მარიუპოლი.
“მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ იმ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც ქალაქში რჩებიან, მხოლოდ ერთი ადამიანის – ვლადიმერ პუტინის ხელშია. ასევე მის ხელშია ყველა ის სიცოცხლე, რომელიც ამის შემდეგ დასრულდება. დღეს ჩვენ გამუდმებით იმას ვამბობთ, რომ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, იმ 100 000 მარიუპოლელის სრული ევაკუაცია, რომლებიც რუსული ძალების ტყვეები არიან და ასევე, იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან”, – ამბობს ქალაქის მერი.