ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შოლცი: ჩემთვის, მთავარი პრიორიტეტი NATO-სა და რუსეთს შორის ესკალაციის არიდებაა

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვის დროს ჰკითხეს, რატომ თვლის, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებამ შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.

შოლცის თქმით, არ არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს, როდის ჩაითვლება გერმანია უკრაინაში მიმდინარე ომში მხარედ.

“სწორედ ამიტომ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი დიდი სიფრთხილით გავთვალოთ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩემთვის, მთავარი პრიორიტეტია, თავიდან ავირიდოთ ესკალაცია NATO-სა და რუსეთს შორის”, – ციტირებს შოლცის პასუხს გამოცემა Reuters.

ამავე თემაზე: “გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების სიიდან მძიმე იარაღი ამოიღო”, – Bild

ამავე თემაზე: “შოლცი უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებას აჭიანურებს”, – Politico

იტვირთბა....