ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Bild: გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების სიიდან მძიმე იარაღი ამოიღო

გამოცემა Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სიიდან, რომელიც უკრაინამ რუსეთთან საბრძოლველად სამხედრო დახმარების მიღების მიზნით მიაწოდა, ყველა სახის მძიმე იარაღი ამოიღო მას შემდეგ, რაც ასეთი რეკომენდაციით გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გამოვიდა.

Bild–ის ინფორმაციით, ჩამონათვალში შედიოდა Leopard-ის ტანკები და Puma-ს, Marder-ის, Boxer-ისა და Fuch-ის ჯავშანტექნიკა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, უკრაინამ გერმანიის ხელისუფლებას შეატყობინა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების და Milan-ისა და Spike-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიღების გადაუდებელი საჭიროების შესახებ.

იტვირთბა....