ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩარკვიანი ენმ-ზე: არჩევნების შედეგების აღიარებას რომ დათანხმდნენ – მაშინ გამკრა გულში და ვთქვი, ეეე, რას შვრებიან?!

[su_quote]მე დავუწერე გუშინ ხაბეიშვილს, რომ პაპიც შენ იყავი და კათოლიკეც-თქო, ოღონდ დიდი დაფინანსება რომ გაქვთ ხმებით მოპოვებული, ლიდერი რომ კვდება ციხეში, გარეთ გამოიყვანეთ-თქო. რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, ამომრჩეველი ხვდება და ხედავთ რა ამბავია სოციალურ ქსელში. შედეგია პოლიტიკა. შეცდომა უპირიველესი ის იყო, არჩევნების შედეგების აღიარებას რომ დათანხმდნენ – მაშინ გამკრა გულში და ვთქვი, ეეე, რას შვრებიან?! აქ არის თავი დამარხული. ახლაც გააჟღერა ხაბეიშვილმა ვადამდელი არჩევნებიო, რა ვადამდელი არჩევნები ამ საარჩევნო სისტემით? აშაყირებენ ხალხს? კვდება ის კაცი ციხეში. 7 თვე გავიდა, მომზადებას დრო სჭირდებაო, რა დრო და რამდენი სჭირდება? რომ მოვიდა ხალხი 25 000, რატომ უშვებ სახლში და რა ხდება. მე ფინანსებში კი არ ვერევი, რა ჩემი საქმეა. მე არ მინდა კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე გავხდე. მე გუშინ ვუთხარი, თუ 500 000-იან პარტიას არ შეგიძლიათ იქ სტაბილური 2 000 კაცი დააყენეთ, მაშინ ჩათვალეთ, არც ლიდერები გქვიათ და არც პარტია გაქვთ-თქო. თუ შეიძლება ოპოზიციურ მოძრაობას ყველაზე ცუდი რამ გაუკეთო, ეს არის სტაგნაცია. მე 2018 წელს შემოვედი აქტიურად პოლიტიკაში, დასავლურმა ვექტორმა, კონკრეტულად ნაციონალურმა მოძრაობამ მთხოვა ეს. ზუსტად იმ 1-2 პროცენტიანი პარტიების თანადგომით შეიქმნა ძალა-ერთობა. მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდა მაღალი ნიშნული. თუ გინდა მოერიო ძლიერ ოლიგარქიულ მმართველობას მოერიო, გინდა ძალა ერთობაშია. ამიტომ, როცა გინდა იყვირო, რომ შენ ძლევამოსილი ხარ და 1-პროცენტიანი პარტიები არ გჭირდება… არა, ჩვენ ყველას გვჭირდება ძალა ერთობაშია… და მეორე თუ ძლევამოსილი ხარ, შეგიძლია და არ გამოგყავს ხალხი, როცა შენი ლიდერი კვდება? კითხვას ვსვამ. ამიტომ ვიკითე გუშინ – უუნაროები ხართ, თაღლითობ, არ შეგიძლია –  რომელიმე ეს ხომ არის. ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ არ მოკვდეს სააკაშვილი[/su_quote]

ამის შესახებ პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “მეტრონომთან საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....