ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: [შეთანხმების დოკუმენტი] არ მინახავს და დარწმუნებული ვარ, ის არც არსებობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა.

ზელენსკის თქმით, ასეთი დოკუმენტი თვალით არ უნახავს.

“ეს დოკუმენტი თვალთ არ მინახავს და დარწმუნებული ვარ, ის არც არსებობს…მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ”, – ციტირებს ზელენსკის სიტყვებს Українська правда.

შეგახსენებთ, პესკოვმა განაცხადა, რომ კიევს სამშვიდობო დოკუმენტი უკვე გაუგზავნეს და უკრაინული მხრიდან საპასუხო რეაქციას ელოდნენ.

იტვირთბა....