რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევს სამშვიდობო დოკუმენტი უკვე გაუგზავნეს და უკრაინული მხრიდან საპასუხო რეაქციას ელოდებიან.
როგორც რუსული მედია პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, დოკუმენტში კონკრეტული და მკაფიო ფორმულირებებია გაწერილი.
“მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში უკრაინულ მხარეს გადაეცა სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით. ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი ელოდება რეაქციას”, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, უკრაინული მოლაპარაკებების ჯგუფის წევრმა, მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, მარიუპოლში დღეს ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.