ახალი ამბები სამართალი

“კაცი სასამართლო დარბაზში კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა” – გვარამია სააკაშვილზე

[su_quote]კაცი სასამართლო დარბაზში, პირდაპირ ეთერში კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა. თქვე მწამებლებო (მიმართავს “ოცნებას”), რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაწერთ მაგ კითხვარში, ან საერთოდ, ჩაწერთ თუ არა რამეს?! ზუსტად მაგიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ შანსი არ ქონდეს საქართველოს არსად და არასდროს, პუტინის რუსეთის გარდა.

საქართველოს საპატრიარქო, სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეყურებთ გულგრილად, ზოგიც – სიხარულით.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით იმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა, რის შემდეგად დარბაზიდან გაიყვანეს.

იტვირთბა....