ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება” – ვერეშჩუკი

მარიუპოლში, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების გამოსაყვანად დღეს ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, შეკრება მარიუპოლში 14:00 საათიდან ტაგანროგსკაიასა და ტაგანროგის 130-ე სამმართველოს ქუჩების კუთხეში გაიმართა.

“დღეს, 20 აპრილს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება…ქალაქში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, სწორედ ამ მიმართულებით გავამახვილებთ ჩვენს ძალისხმევას. ჩვენ მოვახერხეთ წინასწარ შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....