ჯანდაცვა

რა  საფრთხე  შეექმნებათ ბავშვს ცხვირში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის ჩაწვეთებისას

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება რუსი ექიმის, ივან ნეუმივაკინის რჩევა ღორის გრიპისგან დასაცავად. იგი ამბობს, რომ არანაირი სპეციალური ვაქცინა გრიპის მკურნალობას არ სჭირდება და ამისათვის არსებობს ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი – წყალში გაზავებული წყალბადის ზეჟანგის ცხვირში ჩაწვეთება.

ამ საკითხთან დაკავშირებით პედიატრ ნანა ნარეკლიშვილს განმარტებით, ეს არის კონკრეტული ექიმის ინდივიდუალური მოსაზრება, რომელიც შესწავლილი და კვლევებით დადასტურებული არ არის. პედიატრის თქმით, ჭეშმარიტად სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კვლევის ჩასატარებლად მრავალი წელია საჭირო.

ნარეკლიშვილის განცხადებით, არც ერთ პროტოკოლში მითითებული არ არის, რომ წყალბადის ზეჟანგი სასუნთქი გზების ინფექციების დროს გამოიყენება. “პირიქით, ამან შეიძლება ცხვირის ლორწოვანი დააზიანოს და ადვილად გამოვიწვიოთ ლორწოვანი გარსის ატროფია. ცხვირში ძალიან სუსტი კაპილარული წნულია. ისედაც ადვილია სისხლდენა ვირუსული ინფექციის დროს და ეს დავუშვათ მოწვავს კაპილარულ წნულს, მაგრამ ლორწოვან გარსზე რამდენად მხოლოდ დადებითად იმოქმედებს, არავინ იცის”, – აცხადებს პედიატრი.

მისივე თქმით, თუ რაიმე მიზეზით პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებულ საშუალებებზე ხელი არ მიუწვდება, შეიძლება გამოიყენოს ოდითგანვე არსებული ხალხური

საშუალებები – მარილიანი წყალი, ვაშლის წვენი, სტაფილოს წვენი, რაც სრულიად დასაშვებია. “რაც პროტოკოლით არ არის მითითებული და ჭეშმარიტად საარწმუნო კვლევებით არ არის შესწავლილი და დადასტურებული, ასე ავიტაცოთ და გავავრცელოთ, რომ კლავს ვირუსს, არასწორი მიდგომაა. არაფერი კლავს ასე ადვილად ვირუსს. ერთადერთი შესაძლებელია ვაქცინაცია, ისიც მხოლოდ ასუსტებს ვირუსის მოქმედებას. ვირუსების პროფილაქტიკისთვის კარგია ვიტამინების მიღება და ხელების ხშირად დაბანა”, – განმარტა ნანა ნარეკლიშვილმა.

წყარო: mkurnali.ge

იტვირთბა....