მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნების” დეპუტატი თბილისში კონცერტების გამართვაზე: ჩატარების ფორმებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა

[su_quote]ცეკვა-სიმღერა და ტაშ-ფანდური, როდესაც ხალხი იღუპება და ტრაგედიაა ქვეყანაში, რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ ხელოვნებას აქვს თავის დადებითი როლი ტრაგედიასთან, სისასტიკესთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, კონცერტების ჩატარების ფორმებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.  ჩვენ როდესაც ვუყურებთ უკრაინიდან კადრებს… იგივე, მე ვუყურებდი უკრაინიდან კლასიკური მუსიკის კონცერტი ჰქონდათ დანგრეულ მოედანზე, ეს არის მათთვის სიმბოლო, რომ ცხოვრება გრძელდება და არაფერია დაკარგული. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, უკრაინელებისთვის და ყველა შეგნებული ადამიანისთვის, რაც ხდება უკრაინაში და რასაც უძლებს ეს ხალხი[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა. ცნობისთვის, კახა კალაძის თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.

იტვირთბა....