aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამყრელიძე – იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს, მაგრამ თუ მას „ბუსტერით“ არ გავაძლიერებთ, 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავრობამ გასულ კვირას იმუნიზაციის ახალი გეგმა დაამტკიცა – სერიოზულ საკომუნიკაციო კამპანიას განვაახლებთ ყველა დონეზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ბოლო მონაცემების თანახმად, იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს. ამასთან, დასძენს, რომ თუ პერიოდულად არ გავაძლიერებთ იმუნურ ფენას „ბუსტერით“, მაშინ ის 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება.

„მთავრობამ გასულ კვირას დაამტკიცა იმუნიზაციის ახალი გეგმა. საკმაოდ ამბიციური სამიზნე გვაქვს, რომელიც მიყვება ჯანმოს სამიზნეებს. მან გამოაცხადა, რომ მოსახლეობის 65-70% უნდა იყოს აცრილი. საკმაოდ ამბიციურია ეს გეგმა იმ ფონზე, რომ ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი გვაქვს.

ახლა, სერიოზულ საკომუნიკაციო კამპანიას ვანახლებთ ყველა დონეზე, კერძოდ, ქვეყნის, რაიონების, რეგიონის, სოფლების დონეზე, რათა ადამიანები კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ.

მთავრობა ყველაფერს აკეთებს ყიდულობს ვაქცინებს და საკმარისი რაოდენობით არის. სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკის მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული. კიდევ უკეთესია თუ “ბუსტერიც” იქნება. თუ გვინდა შედარებით მშვიდი ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას აიცრან. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში თუ ავწევთ აცრის მაჩვენებელს, მოსახლეობა უფრო მომზადებულად შეხვდება შემოდგომის პერიოდს. იმუნური ფენა უფრო ფართო იქნება და მდგრადი. ბოლო მონაცემებით, 85%-ის ფარგლებშია იმუნური ფენა. თუ პერიოდულად არ გააძლიერე იმუნური ფენა “ბუსტერით”, მაშინ 6-7 თვის განმავლობაში იმუნიტეტი კლებულობს. მოწოდება რჩება, რომ მაქსიმალური იმუნური ფენით მზად შევხვდეთ შემოდგომას”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

იტვირთბა....