ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ზელენსკი თუ უკრაინაზე ფიქრობს, ასე უნდა მოიქცეს” – რუსეთის დუმის სპიკერი 2 პირობას ასახელებს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან და დაადგინოს ვალდებულებები ყირიმის აღიარების, ასევე არაბლოკური სტატუსის და დენაციფიკაციის შესახებ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ვოლოდინის თქმით, თუ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს , მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები.
“პირველი – ჯარების გაყვანა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან. მეორე – კონტრაქტის საფუძველზე დააფიქსიროს ვალდებულებები ყირიმის აღიარების და უკრაინის არაბლოკური სტატუსის შესახებ, ასევე ქვეყნის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ”, – წერს ვოლოდინი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....