ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინულმა სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა

უკრაინულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინის ნათლიმამად წოდებულ ოლიგარქს, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრეს-ცენტრი ავრცელებს.

“დღეს, ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის შუამდგომლობა და უკრაინის სახალხო დეპუტატს, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, – წერია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრალდებულის დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

როგორც გამოცემა UNIAN წერს, ეს გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით იქნა მიღებული, რომ მედვედჩუკი 26 თებერვალს შინაპატიმრობიდან გაიქცა.

შეგახსენებთ, მედვედჩუკი, რომელსაც ბრალი სახელმწიფოს ღალადში ედება, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა.

 

იტვირთბა....