უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა “პუტინის ნათლიმამად” წოდებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა.
სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
“სპეცოპერაცია ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. დეტალები მალე გახდება ცნობილი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.