პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი “მეტრონომთან” საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ მეგრული და სვანური სასკოლო პროგრამაში არჩევით ენებად შეიტანონ.
დავითულიანის განცხადებით, სახელმწიფომ რაღაც ფორმით უნდა უზრუნველყოს, რომ მეგრული და სვანური მომავალ თაობებს გადაეცეს, თუმცა, რა ფორმით, ამაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
“ვფიქრობ იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული ენათა ჯგუფის ეს განხრები, მეგრული და სხვანური ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს. ეს სახელმწიფომ რამენაირად უნდა უზრუნველყოს, რომ არ დაიკარგოს და მომავალ თაობებს გადაეცეს, რადგან ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის საგანძური. ხოლო ეს რა მეთოდით უნდა განხორციელდეს, ამაზე ჯერ სრულფასოვანი პასუხი არ მაქვს, ეს სამსჯელოა და ალბათ, მეცნიერების ჯგუფი უნდა მსჯელობდეს ამ საკითხზე”, – აცხადებს დავითულიანი.
ამაზე თემაზე: მაია მენაღარიშვილი – “სკოლაში მეგრული და სვანური ენების სწავლება დამღუპველია”
ამაზე თემაზე: მეგრელიშვილი – “გიჟური იდეები სეპარატიზმზე არ უნდა მოგვდიოდეს მშობლიური ენის გაგებაზე”
ამაზე თემაზე: გვარამია – “ამაზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ მომისმენია”