ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია მეგრული და სვანური ენების სწავლებაზე: ამაზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ მომისმენია

[su_quote]პირდაპირ უნდა ვთქვა, ამაზე მეტად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მე ჯერ არ მომისმენია. თვითონ ვარ მეგრელი, ძალიან დიდ პატივს ვცემ მეგრულ ენას, ასე თუ ისე, ვიცი კიდევაც ის, მაგრამ ამაზე მეტად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რასაც ჰქვია მეგრულის და სვანურის არჩევით საგნებად გამოცხადება, ანუ, პრაქტიკულად აღიარება, რომ ეს არის არა ქართული დიალექტები, არამედ დამოუკიდებელი ენები, არ არსებობს. ათწლეულების განმავლობაში, თითქმის უკვე საუკუნეა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და დიდი ენათმეცნირერები, რომელთა შორის უმრავლესობაც სხვათა შორის, მეგრელია – ჯანაშია, ჩიქობავა, აკაკი გამყრელიძე, რომელიც გარდაცვლილია და ა.შ. ამტკიცებენ, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი ენები. რა მოტივაციით, რა დასაბუთებით ამტკიცებენ ამას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ იმაზე არ ვლაპარაკობთ, რომ მეგრელები და სვანები ყველაზე ნაკლებად არიან მიდრეკილი სეპარატიზმისკენ, ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ ქმნის სეპარატიზმისთვის ამგვარ საფუძვლებს – რუსეთი. სხვათაშორის, რუსეთი საქართველოში შემოსვლის პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ 1921 წლიდან ამტკიცებდა და დღემდე ამტკიცებს, რომ მეგრელები სხვა ხალხია და ქართველები სხვა ხალხი. ამის მთავარი ახსნა კი არის ენობრივი ფაქტორი. ისინი ამტკიცებენ, რომ ქართული და მეგრული არის სხვადასხვა ენები და საქართველოს მეცნიერება, ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. ამას აქვს თავისი სტრატეგიული ახსნა, მეცნიერულს რომ თავი დავანებოთ. აი, ამას აკეთებს დღეს საქართველოს მთავარსარდალი, სასაცილოა, [მისი ასე მოხსენიება]. რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ სალომე ზურაბიშვილთან, მე აღარ ვიცი[/su_quote]

ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სკოლებში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად დამკვიდრების თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

 

იტვირთბა....