საზოგადოება

ბაბლუანი მიშა მესხს: „ჯობს სირიაში ჯიჰადისტების ტყვედ ჩავარდე!!!”

სოციალურ ქსელში ცნობილი მსახიობის, მიშა მესხის  სკანდალს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორისაა რეჟისორი გელა ბაბლუანიც, რომელმაც სოციალურ ქსელში მიმართა მსახიობს:

“მიშა მესხო, მოკლედ მეგობარო, საქართველოს ფეისბუქ მომხმარებლის ხელში ჩავარდნას ჯობს სირიაში ჯიჰადისტების ტყვედ ჩავარდე!!!” – წერს  ბაბლუანი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი მიშა მესხი სკანდალში გაეხვა.  ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იხსნეს მიშა და მისი მეგობარი უკრაინელმა მედიკოსებმა.

მსახიობი და მისი თანმხლები პირი ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ვიდეო უკრაინულმა პორტალმა გაავრცელა.

იტვირთბა....