ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა” – ლავროვი

დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა მიითვისა „დემოკრატიის შუქურის ტიტული“.

“უკრაინის კრიზისის საბაბით კოლექტიურმა დასავლეთმა , ფაქტობრივად, ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. დასავლეთმა მიითვისა „დემოკრატიის შუქურის ტიტული“ და „უხეშად“ არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, მათ შორის ის, რაც შესაბამის ქვეყანაში მოდის საზღვარგარეთიდან.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ბლოკავს დასავლური, პირველ რიგში ამერიკული, გლობალური ინტერნეტ პლატფორმები მთელ მსოფლიოში რუსულ საინფორმაციო რესურსს. ისინი ამას აკეთებენ გამომწვევად, უხერხულობის გარეშე”, – აცხადებს ლავროვი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....