ახალი ამბები

უკრაინულმა არმიამ იზიუმისკენ მიმავალი ოკუპანტების კოლონა გაანადგურა – მედია

უკრაინულმა არმიამ იზიუმისკენ მიმავალი ოკუპანტების კოლონა გაანადგურა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის სპეცრაზმმა ააფეთქა ხიდი, რომელზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა გადადიოდა.

“რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონში მტრის ტექნიკა აღმოაჩინეს. ეს იყო ჯავშანმანქანა Tigr-ი, Kamaz-ი და სამი Ural-ი, რომლებიც ხარკოვის რეგიონში ძალების გასაძლიერებლად მოძრაობდნენ. მტრის კოლონის მარშრუტის დადგენის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა ობიექტის დაზვერვა განახორციელეს, გამოიკვლიეს საინჟინრო ჩასაფრებისთვის შესაფერისი ობიექტი. ეს იყო ხიდი”, – ნათქვამია ტექსტში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....