ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“სერგეი შოიგუ რეანიმაციაშია” – ლეონიდ ნევზლინი

ისრაელში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, ლეონიდ ნევზლინი საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოულოდნელად ინფარქტი დაემართა.

როგორც რუსეთში დაბადებული ბიზნესმები აღნიშნავს, ინფარქტი შესაძლოა ბუნებრივი მიზეზებით არ იყოს გამოწვეული.

მისივე თქმით, მოულოდნელი ავადმყოფობის შედეგად, სერგეი შოიგუს შესაძლოა შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს.

“შოიგუ თამაშს გამოეთიშა, თუ გადარჩება, შესაძლოა ინვალიდი გახდეს. მოულოდნელად მას გულის მასიური შეტევა დაემართა, ის რეანიმაციაშია და აპარატზეა შეერთებული”, – წერს ბიზნესმენი.

ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 მაღალჩინოსანი სავარაუდოდ ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს.

“დაპატიმრებულია თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი. ყველა შტაბის ოფიცერი. აქ ყველაფერი ნათელია – 2014 წლიდან, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი, რომელიც პუტინმა გამოყო უკრაინაში ბლიცკრიგის მოსამზადებლად, მოიპარეს“, – დასძინა ნევზლინმა.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მან შეიტყო, რომ რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა.

სავარაუდოდ, ის კოლეგებისა და მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. ხოლო პუტინის ყოფილ მრჩეველს ვლადიმერ სურკოვს, ნევზლინის თქმით, შინაპატიმრობა შეეფარდა. იგი ეჭვმიტანილია ომის სამზადისისთვის გამოყოფილი თანხის ქურდობაში. 

რუსეთში ნევზლინის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. კრემლში ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ ინფორმაციას შოიგუს შესაძლო ინფარქტის შესახებ.

იტვირთბა....