ახალი ამბები პოლიტიკა ციტატა

“უკეთესი იქნებოდა, თავიდანვე არ დაეწყოთ ეს მეწვრილმანე ბოღმიანობა” – დავით ზურაბიშვილი

[su_quote]პარლამენტის თავმჯდომარე რომ მიდის უკრაინაში და ეს მოხსენი ის გადააყენე ტიპის წინაპირობას აღარ აყენებს, კარგია, რადგან გაწიე-გამოწიე და სახელმწიფოს, ქვეყანას საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ხელისუფლება. კიდევ უკეთესი იქნებოდა თავიდანვე არ დაეწყოთ ეს მეწვრილმანე ბოღმიანობა, მაგრამ ჯანდაბას მაგათი თავი, წასვლა უფრო მნიშვნელოვანია.

ოპოზიციის წარმომადგენლები რომ არ არიან მის დელეგაციაში, ეს ცუდია და განსაკუთრებით ცუდია, რომ იქ არ არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ერთად წასვლით საქართველო უკრაინის ურთიერთობებში ბევრი არაფერი შეიცვლებოდა და არც მსოფლიო პოლიტიკაში მოხდებოდა დიდი პოლიტიკური მიწისძვრა. მაგრამ ეს იქნებოდა ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ ჩვენთვის ომი უკრაინაში არის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, ვიდრე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები. კი ბატონო, ნაცებსაც გალანძღავდნენ მისი რადიკალური მომხრეები და ქოცებსაც, მაგრამ ქვეყნისთვის ასე ჯობდა, მაღალი ანგარიშით კი იმ რადიკალი მომხრეებისთვისაც. თუმცა, ახლა ისინი ამას ვერ მიხვდებიან.
ასე, რომ ბოლოს გამოვიდა ყვავს რომ კაკალს გააგდებინებ, რაღაც იმის მსგავსი ვარიანტი.[/su_quote]
წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....